26 მარ 2026
თვალს ვადევნებთ ევროპის კონტინენტის რუსეთიზაციის უმძიმეს პროცესს. არა „რუსულ გადადებას“ ევროკავშირში და არა „რუსულ კანონს“ ბრიტანეთში - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან მაჭავარიანი.
დეპუტატი ეხმაურება ევრონიურისა და სქაი ნიუსის ინფორმაციებს, სადაც ერთ შემთხვევაში აღნიშნულია, რომ ევროკომისიამ რუსული ნავთობის იმპორტის სამუდამო აკრძალვის შესახებ წინადადების წარდგენა გადადო, ხოლო სქაი ნიუსი წერს, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა პოლიტიკური პარტიებისთვის უცხოური შემოწირულობების შეზღუდვას გეგმავს.