ტრამპი პეკინს 14-15 მაისს ეწვევა

26 მარ 2026, 16:44

0
გაზიარება:

ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მხარეებს ჩინეთმა მოუწოდა, „შექმნან პირობები ჭეშმარიტად შინაარსიანი და გულწრფელი სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად“.

„მთავარი პრიორიტეტია სამშვიდობო მოლაპარაკებების აქტიური ხელშეწყობა, მშვიდობის შესაძლებლობის გამოყენება და ომის შეწყვეტის ხელშეწყობა“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა პრესკონფერენციაზე. 

რაც შეეხება აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ვიზიტს ჩინეთში, მისი თქმით, ტრამპს პეკინში 14 და 15 მაისს ელოდებიან. 

მანამდე დაგეგმილი ვიზიტი ირანის მიმდინარე ომის გამო გადაიდო.