საფრანგეთში დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება

26 მარ 2026

საფრანგეთში დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრები პარიზის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე მე-12 საუკუნის ვო-დე-სერნეს სააბატოში იკრიბებიან. 

შეხვედრაში დიდი შვიდეულის - ბრიტანეთის, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიისა და აშშ-ს საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის წარმომადგენლები, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო კოლეგებს პარასკევს შეუერთდება.

შეხვედრის  დღის წესრიგში უკრაინისა და ირანის ომებისა და მათი მოგვარების გზების ძიების საკითხებია.