შავ ზღვაში ნავთობტანკერზე დრონით თავდასხმა განხორციელდა

26 მარ 2026

საზღვაო დრონმა შავ ზღვაში, სტამბოლის ბოსფორის სრუტის მახლობლად თურქულ ნავთობტანკერს დაარტყა, რასაც ძლიერი აფეთქება მოჰყვა - ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა განაცხადა. 

ინციდენტი გამთენიისას მოხდა, ნავთობტანკერმა მანამდე  რუსეთის პორტი დატოვა-აღნიშნა მინისტრმა თურქულ ტელეარხთან ინტერვიუში. მისი თქმით, ეკიპაჟის 27 წევრი უსაფრთხოდაა. 

მინისტრის  თქმით, თავდასხმის მიზანი, სავარაუდოდ, სიერა ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი გემის ძრავის დაზიანება იყო, რომელსაც რუსული ნავთობი გადაჰქონდა.

ტანკერმაალტურამ“ რუსეთის ნოვოროსიისკის პორტი მილიონი ბარელი ნედლი ნავთობით დატოვა და თითქმის სრულად დატვირთული იყო.

გემი ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ არის სანქცირებული.