უფასო სკრინინგ პროგრამა

26 მარ 2026

სკრინინგ პროგრამის ფარგლებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გასვლითი შეხვედრა ჩატარდა.

მოსახლეობას შეუძლია უფასოდ ჩაიტაროს ინფექციური დაავადებების ,ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს, ასევე, არაგადამდები დაავადებების პრევენციული გამოკვლევები.

კამპანიის მიზანი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, დაავადების ადრეული გამოვლენა და პრევენციული ღონისძიებების გაძლიერებაა. კვლევები ადგილზე, კვალიფიციურმა სამედიცინო პერსონალმა ჩაატარა. 

რეგიონებში სხვადასხვა მიმართულების სკრინინგი, 16 მარტს დაიწყო. ამ ეტაპზე სკრინინგ აქციები მიმდინარეობს აჭარასა და ქვემო ქართლის რეგიონებში. 

მოქალაქეებს, სკრინინგის ჩატარების ადგილი, კონკრეტული ქალაქების და თარიღების შესახებ, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე შეუძლიათ იხილონ.

გარდა ამისა, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან ქობულეთის მერმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა საჯარო შეხვედრა გამართეს, ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე.