ბანგლადეშში სამგზავრო ავტობუსი მდინარეში ჩავარდა, დაღუპულია 24 ადამიანი

26 მარ 2026

ბანგლადეშში 24 ადამიანი დაიღუპა სამგზავრო ავტობუსის ავარიის შედეგად. 40 მგზავრით სავსე ავტობუსი მდინარე პადმაში მაშინ ჩავარდა, როცა ბორანზე გადასვლას ცდილობდა.

ბორანთან მიახლოებისას სამგზავრო ავტობუსმა კონტროლი დაკარგა. პოლიციის, განცხადებით, ავტობუსი გადაბრუნდა და მდინარეში თითქმის 9 მეტრის სიღრმეზე ჩაიძირა.

საგანგებო სამსახურის წარმომადგენლის თქმით, მაშველებმა ჩაძირული ავტობუსიდან 22 ცხედარი ამოიყვანეს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩართული იყო სახანძრო სამსახურის ოთხი ბრიგადა,  10 მყვინთავი, არმიისა და პოლიციის ნაწილები, სანაპირო დაცვა.

ოფიციალური პირები მსხვერპლთა რიცხვის გაზრდას არ გამორიცხავენ.