ფხენიანში ლუკაშეკოს კიმმა უმასპინძლა

26 მარ 2026

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ფხენიანში ბელარუსის პრეზიდენტს უმასპინძლა-  ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

ლუკაშენკოს და მის დელეგაციას კიმი ჩრდილოეთ კორეის არმიის საპატიო გვარდიის მსვლელობითა და 21 ქვემეხიდან გასროლით დახვდა, ხოლო მოქალაქეებსა და სკოლის მოსწავლეებს ორივე ქვეყნის დროშები ეჭირათ ხელში. 

ლიდერებმა გვირგვინით შეამკეს ფხენიანში გათავისუფლების კოშკთან ყოფილი საბჭოთა ჯარისკაცების ხსოვნის პატივსაცემად აგებული მემორიალი.