აშშ-ის ძალებმა კარიბის ზღვაში დაარტყეს გემს, დაღუპულია 4 ადამიანი

26 მარ 2026

აშშ-ის სამხედრო ძალებმა კარიბის ზღვის რეგიონში ტრანზიტით მცურავ გემზე თავდასხმა განახორციელეს. თავდასხმის ამსახველ კადრებს სოციალური ქსელში აშშ-ის სამხრეთ სარდლობა ავრცელებს.

იქს-ზე ვიდეოს თანდართულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გემი კარიბის ზღვის აუზში ნარკოტრეფიკინგის ცნობილი მარშრუტებით მოძრაობდა და ნარკოტრეფიკინგის ოპერაციებში იყო ჩართული, რაც დაზვერვამ დაადასტურა.

აშშ-ის სამხრეთ სარდლობა აცხადებს, რომ ოპერაციის დროს ოთხი ადამიანი დაიღუპა.