26 მარ 2026
აშშ-ის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ ირანი აშშ-ის მთავრობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, „მაგრამ თეირანს ამის აღიარების ეშინია“-განაცხადა ტრამპმა ვაშინგტონში, ეროვნული რესპუბლიკური კონგრესის კომიტეტის საქველმოქმედო ვახშამზე გამოსვლისას.
ირანი სპარსეთის ყურეში ომის დასრულების შესახებ აშშ-ის 15 პუნქტიან სამშვიდობო გეგმას განიხილავს, თუმცა არ აპირებს მოლაპარაკებების გამართვას ვაშინგტონთან- განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, თეირანი მზად არის მოლაპარაკებები დაიწყოს ომის დასრულების შესახებ, თუ მისი მოთხოვნები დაკმაყოფილდება, მიუხედავად ადრინდელი უარყოფითი პოზიციისა, როცა ირანის ოფიციალურმა პირებმა საჯაროდ გამორიცხეს აშშ-სთან ნებისმიერი მოლაპარაკებების პერსპექტივა.