მასწავლებლის ეროვნული ჯილდო

28 ოქტ 2025

განათლების სისტემისა და საზოგადოების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი ჯილდო 10 000 ლარი 10 პედაგოგს გადაეცა. საუკეთესოებს შორის არიან ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის მასწავლებელი მაგდანა მათითაიშვილი და დაბა შუახევის საჯარო სკოლის პედაგოგი  თეიმურაზ დავითაძე.

დაჯილდოების ცერემონიალი გუშინ საღამოს გაიმართა. შეკრებილებს სიტყვით მიმართეს და მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა და  პრემიერ-მინისტრმა.   მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველ წელს იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს, 27 ოქტომბერს აღინიშნება.