ბათუმსა და ფოთში ზღვის დაბინძურებისთვის, ლიბერიისა და თურქეთის დროშებით მცურავი გემები 100 000 ლარით დაჯარიმდნენ

26 მარ 2026

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა შავი ზღვის დაბინძურების 2 ფაქტი გამოავლინეს. 

მათივე ცნობით, ლიბერიისა და თურქეთის დროშებით მცურავმა გემებმა ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურეს, რის გამოც ბათუმისა და ფოთის სასამართლოებმა თითოეულ სამართალდამრღვევს 100 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრეს.

გემებს თავისუფალი ნაოსნობის უფლება ჯარიმისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მიეცა.