შერიფ ხიმშიაშვილისა და რუსთაველის ქუჩების დამაკავშირებელ მონაკვეთზე მოძრაობა აღდგა, №1, №1ა, №10 და №10ა ავტობუსები დაუბრუნდნენ აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობას - ბათუმის ავტოტრანსპორტი

25 მარ 2026

"ბათუმის ავტოტრანსპორტის" ინფორმაციით, მოძრაობა აღდგა შერიფ ხიმშიაშვილისა და რუსთაველის ქუჩების დამაკავშირებელ მონაკვეთზე, რის შედეგადაც №1, №1ა, №10 და №10ა მუნიციპალური ავტობუსები დაუბრუნდნენ აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობას.

"გთხოვთ, გადაადგილების დაგეგმვისას გაითვალისწინოთ აღნიშნული ცვლილებები"- აღნიშნულია ბათუმის ავტოტრანსპორტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.