„ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელი

27 ოქტ 2025

პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით,  მიმდინარე კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს ქართული ოცნებაც. ცნობილია, რომ აკრძალვა შეეხება ათამდე ოპოზიციურ პარტიას. საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლომ სარჩელის ჩაბარებიდან 9-თვიან ვადაში უნდა მიიღოს.