25 მარ 2026
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ალბანეთის საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაციას მასპინძლობს. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ცესკოში შეხვედრებს მართავენ და საქართველოს საარჩევნო სისტემის მუშაობას ეცნობიან.
დელეგაციის წევრებს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და საარჩევნო გამოცდილების გაზიარებას.
გიორგი შარაბიძემ ალბანელ კოლეგებს დეტალურად გააცნო საქართველოში ელექტრონული არჩევნების დანერგვის პრაქტიკა და ტექნოლოგიების გამოყენების პროცესები.
ვიზიტის ფარგლებში ალბანეთის საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ ცესკოს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებს. შეხვედრებზე განიხილეს საარჩევნო პროცესის დაგეგმვა, აპარატურის უზრუნველყოფა, ლოგისტიკა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.