25 მარ 2026
ვაშინგტონში მიმდინარე გლობალური სამიტის ფარგლებში, ცენტრალური ღონისძიება დღეს თეთრ სახლში გაიმართება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი უმასპინძლებს.
მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ შეხვედრაში საქართველოს პირველი ლედიც მიიღებს მონაწილეობას. დისკუსიის მთავარი თემა ახალ თაობასთან დაკავშირებული გამოწვევები იქნება.
სამიტის ფარგლებში საქართველოს პირველმა ლედიმ უკვე მიიღო მონაწილეობა შეხვედრებში და სიტყვით მიმართა გლობალური სამიტის მონაწილეებს.