25 მარ 2026
თამარ ბაგრატიონი აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის ინიციატივით ორგანიზებული გლობალური სამიტის - „ერთად უკეთესი მომავლისთვის" სამუშაო სესიაზე სიტყვით გამოვიდა.
თამარ ბაგრატიონმა აშშ-ის პირველ ლედის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მელანია ტრამპმა შეძლო დედობრივი ინსტინქტი გლობალურ მოძრაობად ექცია. ბაგრატიონმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა რომ მიღებული უნდა იყოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ბავშვებს საშუალებებს მისცემს, არა მხოლოდ განვითარდნენ და შექმნან ინოვაციები, არამედ დარჩნენ ღია, ცნობისმოყვარენი და ახლო კავშირში გარე სამყაროსთან.
„საქართველოს პირველმა ლედიმ ღონისძიების ფარგლებში სხვა ქვეყნების პირველ ქალბატონებთან მოკლე შეხვედრები გამართა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოფენა დაათვალიერა.