ირანი ისრაელის ქალაქებს ურტყამს

24 მარ 2026

ისრაელის  ჩრდილოეთში ქალაქ  ნეშერზე ირანმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებით, სამშაბათს ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტების რამდენიმე ტალღა გაუშვა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადადო ისლამური რესპუბლიკის ელექტროსადგურებისა და სხვა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვა, რომლის მიზეზად ირანელ ოფიციალურ პირებთან პროდუქტიული მოლაპარაკებები დაასახელა.

ადგილობრივების თქმით, საჰაერო განგაშის ჩართვის შემდეგ ისინი თავშესაფრებში გადავიდნენ, საიდაც ძლიერი აფეთქებების ხმა გაიგონეს. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი  ჩრდილოეთ ისრაელსა და ღაზაში  ისრაელის სამხედრო პოზიციებზე სარაკეტო და დრონებით  სერიოზული თავდასხმებით იმუქრება.  

ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმები გამოიწვევს პირდაპირ სამხედრო მოქმედებას ისრაელის ძალების წინააღმდეგ.