ზაურ ლაზიშვილის ხსოვნის საღამო

24 მარ 2026

თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ დრამატულ თეატრში ზაურ ლაზიშვილის ხსოვნის სარამო გაიამართა. შესრულდა სხვადასხვა ქორეოგრაფიული და ვოკალური ნომერი.

ქართველი მოცეკვავის, ქორეოგრაფის, აჭარის დამსახურებული არტისტის, ღირსების ორდენის კავალერის ზაურ ლაზიშვილისადმი მიძღვნილი საღამო ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. საღამოზე ქართულ ცეკვაში ზაურ ლაზიშვილის მიერ შეტანილ წვლილზე ისაუბრეს.  

ღონისძიებას  ზაურ ლაზიშვილის ოჯახის წევრები, მეგობრები, კოლეგები და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები ესწრებოდნენ.