ახალგაზრდული ბანაკი

24 მარ 2026

თელავში ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა.  პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სომხეთის განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება. 

ღონისძიების ორგანიზატორი ახალგაზრდობის სააგენტოა. მათი ინფორმაციით, ბანაკი მიზნად ისახავს ორი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და კულტურათაშორისი დიალოგის გაძლიერებას.

ერთკვირიანი ბანაკის პროგრამაშია ინტერაქციული აქტივობები, მათ შორის თემატური დისკუსიები, საგანმანათლებლო სესიები, გუნდური სამუშაოები, კულტურული ღონისძიებები და შემეცნებითი ექსკურსიები.