24 მარ 2026
უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ზუგდიდიში, მარტვილისა და ხობში.
უწყების ინფორმაციით, მოქალაქეებს ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი.
ტერიტორიებიდან ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის ხე-ტყე. ფაქტები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.