კოლუმბიაში ავიაკატასტროფა მოხდა

24 მარ 2026

66 ადამიანი დაიღუპა სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად კოლუმბიაში.  თვითმფრინავი აეროპორტიდან აფრენის დროს ჩამოვარდა. მაშველებმა ათობით გადარჩენილი ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ოთხი ადამიანი დაკარგულად ითვლება, შეიარაღებული ძალების მეთაურის, ჰუგო ალეხანდრო ლოპესის თქმით, ჰერკულეს სი-130 ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავში 128 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 11 საჰაერო ძალების წევრი, 115 არმიის წევრი და ორი ეროვნული პოლიციის ოფიცერი.

დაღუპულთა რიცხვი თითქმის ორჯერ აღემატება ხელისუფლების მიერ ადრე გავრცელებულ მონაცემებს. 

ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, სამაშველო სამუშაოებს რთული რელიეფი აფერხებდა.