24 მარ 2026
ერთი ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა ზაპოროჟიეზე რუსეთის მიერ რაკეტებითა და დრონებით განხორციელებული კომბინირებული თავდასხმის შედეგად. რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, დაზიანებულია 6 მრავალბინიანი სახლი, ორი კერძო სახლი, მაღაზია, არასაცხოვრებელი შენობები და სამრეწველო ინფრასტრუქტურის ობიექტი.
რუსმა სამხედროებმა დაბომბეს ჰერსონის ცენტრალური რაიონიც. ერთი დაღუპულის ცხედარი მაშველებმა ნანგრევებში იპოვეს. 2 ადამიანი დაიღუპა პოლტავის ოლქში, 11 კი დაშავდა.
დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები და სასტუმრო. ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.