პოლიციამ სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

24 მარ 2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წარსულში სხვადასხვა დანაშაულებისთვის ნასამართლევი, 2000 წელს დაბადებული ბ.მ. დააკავეს.

შსს-ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რუსთავში, ერთ-ერთი კორპუსის ეზოდან სხვისი კუთვნილი მოტოციკლეტი მოიპარა და ადგილიდან მიიმალა.

ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბ.მ. მომხდარიდან მალევე, ბრალდებულის სახით დააკავეს.

პოლიციამ მოპარული მოტოციკლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.