23 მარ 2026
კანადური ავიაკომპანიის თვითმფრინავის პილოტი და მეორე პილოტი დაიღუპნენ ნიუ-იორკის ლაგუარდიას აეროპორტში მომხდარი ინციდენტის შედეგად.
თვითმფრინავი, რომლის ბორტზე 76 ადამიანი იმყოფებოდა, აეროპორტში დაშვებისას სახანძრო მანქანას შეეჯახა. სახანძრო მანქანას პოლიციელები მართავდნენ. ავარიის შემდეგ აეროპორტი დროებით დაიხურა.
სერჟანტმა და ოფიცერმა თვითმფრინავთან შეჯახების შედეგად კიდურების მოტეხილობა მიიღეს, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათი მდგომარეობა სტაბილურია.
ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნულმა საბჭომ ინციდენტის გამოძიება დაიწყო.