23 მარ 2026
ტირანაში პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა ოპოზიციის მხარდამჭერებთან შეტაკებისას, რომლებიც ვიცე-პრემიერის კორუფციაში ბრალდებების შემდეგ ალბანეთის მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ. დემონსტრანტებმა პრემიერ-მინისტრ ედი რამას ოფისს მოლოტოვის კოქტეილები და პიროტექნიკა ესროლეს, პოლიციამ კი მათ დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა.
პოლიტიკური დაძაბულობა დეკემბრიდან მას შემდეგ გაძლიერდა, რაც სპეციალურმა პროკურატურამ ვიცე პრემიერის მოადგილეს ინფრასტრუქტურული პროექტების სახელმწიფო ტენდერებში ჩარევისა და გარკვეული კომპანიების სასარგებლოდ გადაწყვეტილებების მიღების ბრალი წაუყენა.
ანტიკორუფციულმა სასამართლომ ბალუკუ თანამდებობიდან გაათავისუფლა, სპეციალურმა პროკურატურამ პარლამენტისგან ბალუკუსთვის იმუნიტეტის მოხსნა მოითხოვა, რათა შეძლოს მისი დაპატიმრება, რასაც კნონმდებლებმა მხარი არ დაუჭირეს.