23 მარ 2026
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა, ფლორიდაში უკრაინის დელეგაციასთან ორდღიანი მოლაპარაკებების შედეგები შეაჯამა.
მისი თქმით, აშშ-ის და უკრაინის დელეგაციები ფლორიდაში მოლაპარაკებების მეორე დღესაც შეიკრიბნენ აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე შუამავლობის ძალისხმევის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ომის შესახებ მდგრადი და ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას.
უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელმა და ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე პოზიციების შეჯერებისა და გადაუჭრელი საკითხების სპექტრის კიდევ უფრო შემცირების კუთხით პროგრესს მიაღწიეს.