ლონდონში ებრაული ორგანიზაციის მანქანებს ცეცხლი წაუკიდეს

23 მარ 2026

ჩრდილოეთ ლონდონში ებრაული სათვისტომოს  სასწრაფო დახმარების ოთხ  მანქანას ცეცხლი წაუკიდეს. დედაქალაქის პოლიცია მომხდარს იძიებს როგორც   ანტისემიტური სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულს. სასწრაფო დახმარების მანქანები ეკუთვნოდა არაკომერციულ  ორგანიზაცია „ჰაცალას“.

ლონდონის სახანძრო ბრიგადამ განაცხადა, რომ ადგილზე ექვსი სახანძრო მანქანა და 40 მეხანძრე გაგზავნა. 

არსებული ინფორმაციით,   მანქანებში რამდენიმე ბალონი აფეთქდა, რის შედეგადაც ახლომდებარე საცხოვრებელ კორპუსებში ფანჯრის მინები  ჩაიმსხვრა.

უსაფრთხოების მიზნით, ახლომდებარე შენობებიდან ბინადართა ევაკუაცია მოხდა და ახლომდებარე ქუჩები  გადაიკეტა. პოლიციას სამი ეჭვმიტანილი ჰყავს, რომლებზეც ძებნაა გამოცხადებული.