აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ირანის სამიზნეების განადგურების კადრებს აქვეყნებს

23 მარ 2026

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც  აშშ-ის სამხედროების მიერ  ირანის დრონების განადგურებაა ასახული. სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ მისი ძალები „აგრძელებენ ირანის რეჟიმის ცალმხრივი თავდასხმის დრონების შესაძლებლობების განადგურებას“.

აშშ და ისრაელი აცხადებენ, რომ სამკვირიანი ინტენსიური საჰაერო დარტყმებით მათ სერიოზულად შეამცირეს ირანის შესაძლებლობები, თავდასხმები განახორციელოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

თეირანმა გასულ პარასკევს  ინდოეთის ოკეანეში მდებარე აშშ-ბრიტანეთის სამხედრო ბაზის მიმართულებით პირველად  შორ მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტები გაუშვა, რომელთა მოქმედების რადიუსი 4 ათასი კმ-ია, რამაც თავდასხმების რისკი ახლო აღმოსავლეთს საზღვრებს მიღმა გაზარდა.