ჰორმუზის სრუტის დასაცავად 22 ქვეყანა გაერთიანდება - რუტე

23 მარ 2026

ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ 22 ქვეყანა, მათ შორის ნატოს წევრები, ისეთ მოკავშირეებთან ერთად, როგორიცაა სამხრეთ კორეა და იაპონია, ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის ხელახლა გახსნაზე ერთობლივად მუშაობენ. ამის შესახებ რუტემ  ფოქს-ნიუსთან ინტერვიუში  განაცხადა.

ეს განცხადება მოჰყვა დაძაბულობის ესკალაციას მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი ირანის ელექტროსადგურების განადგურებით დაიმუქრა, თუ თეირანი 48 საათის განმავლობაში არ გახსნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სრუტეს.