სიონის ტაძარში, პატრიარქის საფლავზე, მრევლი პატივის მისაგებად მიდის

23 მარ 2026

სიონის საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის საფლავზე, მრევლი პატივის მისაგებად დილიდან მიდის.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საფლავზე პატივის მისაგებად მისვლა, მოქალაქეებს ყოველდღე 08:30 საათიდან 20:00-21:00-მდე შეეძლებათ.

სასულიერო პირების თქმით, ადგილზე ჯერ კიდევ გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს, შესაბამისად, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მრევლს დროებით არ ექნება უშუალოდ საფლავის ქვასთან შეხების საშუალება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ილია მეორე სიონის ტაძარში გუშინ დაკრძალეს.