არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ათამდე ადამიანი დააკავეს

24 ოქტ 2025

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დღეს ათამდე ადამიანი დააკავეს.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, დაკავებულებს შორის არიან რეჟისორი გიორგი ლიფონავა, ჟურნალისტები ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, მაია ბოკერია, გამომცემელი ზვიად კვარაცხელია.

დაკავების სავარაუდო მიზეზად რუსთაველის გამზირის გადაკეტვა სახელდება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.