21 მარ 2026
ჩვენ შორისაა კავკასიელი პატრიოტი, ჩემპიონი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი შეფასებით, საქართველო დღეს ევროპაში ყველაზე მამაცი სახელმწიფო და ერია.
„მეგობრებო, ჩვენ შორისაა კავკასიელი პატრიოტი, ჩემპიონი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
მისი ქვეყანა რუსი დათვის ხახაშია. ევროკავშირის უწყვეტი შანტაჟის პირობებში და ლიბერალების ასევე უწყვეტი ძირგამომთხრელი საქმიანობის მიუხედავად, ის არის საქართველოს სუვერენიტეტის მცველი!
დღეს ევროპაში ყველაზე მამაცი ერი ქართველი ერია“, – განაცხადა ორბანმა.
კონფერენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე მონაწილეობს. მან სიტყვით გამოსვლისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ღვაწლზე ისაუბრა.