21 მარ 2026
სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია. ტრანსპორტის გადაადგილების სპეციალური რეჟიმი მოქმედებს იმისთვის, რომ მოქალაქეებმა პატრიარქთან გამომშვიდობება და მისი ხსოვნისადმი პატივის მიგება შეძლონ.
დღეს და ხვალ მოსახლეობას მუნიციპალური ავტობუსები, მიკროავტობუსები და მეტრო უფასოდ ღამის 2 საათამდე მოემსახურება. ასევე დამატებით რეისებს ნიშნავს საქართველოს რკინიგზაც.
რაც შეეხება შეზღუდვებს, დღეს 15 საათიდან ღამის 12 საათამდე გარკვეულ მონაკვეთებზე სრულად შეიზღუდება ტრანსპორტთა გადაადგილება.