აქციას “ ღამე მუზეუმში“ ბათუმიც შეუერთდა

26 მაი 2017

დღეს, ერთი დღით, ქვეყნის მასშტაბით მუზეუმებში შესვლა უფასოა. საგამოფენო სივრცეები მსურველებისთვის 8 საათიდან ღიაა და ღამის 1 საათამდე  იმუშავებს.

ასე, რომ ვისაც ექსპონატების დათვალიერება გსურთ, დრო ჯერ კიდევ გაქვთ. ამ დღისთვის მუზეუმებში განსაკუთრებულად მოემზადნენ. იდგმება სპექტაკლები და იმართება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები.