დღეს მუსლიმი მრევლი რამადან ბაირამს აღნიშნავს, ეს დღე ურთიერთპატივისცემას, სიყვარულსა და თანადგომას უკავშირდება - სულხან თამაზაშვილი

20 მარ 2026

დღეს მუსლიმი მრევლი რამადან ბაირამს აღნიშნავს. ეს დღე ურთიერთპატივისცემას, სიყვარულსა და თანადგომას უკავშირდება. ჩვენი ერთობა და ურთიერთპატივისცემა კიდევ უფრო განმტკიცდა იმ მხარდაჭერითა და თანაგრძნობით, რომელიც თითოეული მართლმადიდებელი ქრისტიანის მიმართ ამ მძიმე და რთულ დღეებში გამოხატეთ,- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.

"საქართველოს მრავალფეროვანი საზოგადოება ყოველთვის გამოირჩეოდა ერთმანეთის რწმენისა და ტრადიციების პატივისცემით. სწორედ ეს ღირებულებები განაპირობებს ჩვენს ერთობასა და სტაბილურობას.

ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს მშვიდობას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ"- აღნიშნავს სულხან თამაზაშვილი.