20 მარ 2026
მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა სამებაში მოქალაქეთა ნაკადი - ხალხი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ემშვიდობება. სამოქალაქო პანაშვიდი საკათედრო ტაძარში დღეს და ხვალაც გაგრძელდება.
მათთვის, ვისაც სურს ილია მეორეს უკანასკნელი პატივი მიაგოს, ეკლესიის კარი 24 საათის განმავლობაში ღიაა. მოქალაქეები ამბობენ, რომ ილია მეორის ღვაწლი და მისდამი სიყვარული უსაზღვროა, ამიტომაც საათობით რიგში დგანან, რომ უკანასკნელი პატივი მიაგონ და მადლობა გადაუხადონ უწმინდესსა და უნეტარესს.
სამების საკათედრო ტაძრისკენ გუშინ მსვლელობა გამართეს პატრიარქის ნათლულებმა. ილია მეორის ნათლულები და მათი ოჯახის წევრები ავლაბრის მეტროსადგურთან შეიკრიბნენ და სამების ტაძარში თეთრი ვარდებით მივიდნენ.