"სამძიმარს ვუცხადებთ ყველას, ვინც პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებას გლოვობს" - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი გლობალური რელიგიური თავისუფლების საკითხებში

20 მარ 2026

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი გლობალური რელიგიური თავისუფლების საკითხებში, მარკ უოლკერი სამძიმარს გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობის ილია II-ის გარდაცვალების გამო.

"გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ ყველას, ვინც გლოვობს პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებას - პატრიარქის, რომელიც იცავდა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის თავისუფალ აღმსარებლობას საბჭოთა კავშირის მხრიდან რწმენის განადგურებისა და თავისუფლების ჩახშობისკენ მიმართული  მცდელობების ფონზე.," - წერს სოციალურ ქსელ X-ზე მარკ უოლკერი.