ილია მეორისთვის პატივის მისაგებად სამების ტაძარში სამხედრო მოსამსახურეები მივიდნენ

20 მარ 2026

სამების საპატრიარქო ტაძარში, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება, საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები მივიდნენ.

ილია მეორისთვის პატივის მისაგებად სამების ტაძარში მივიდნენ ასევე საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი.

ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგეს თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეებმა, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის წარმომადგენლებმა, სამხედრო მოსამსახურეებმა, ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლებმა.

მოქალაქეები სამების ტაძარში ილია მეორისთვის პატივის მისაგებად მთელი ღამის განმავლობაში მიდიოდნენ. ტაძარში დღეს დილიდანაც პატრიარქისთვის პატივის მიგების მსურველთა რიგია.

ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

ფოტო გალერეა