19 მარ 2026
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის პანაშვიდზე დასასწრებად ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეებს უფასო ტრანსპორტირებას სთავაზობს.
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პანაშვიდზე გამგზავრების მსურველთათვის უფასო ტრანსპორტი 20 მარტს, 20:00 საათზე გავა. შეკრების ადგილი ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორიაა. წინასწარი რეგისტრაციისთვის მოქალაქეებმა უნდა დარეკონ ნომერზე: +995 598 099 585.
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ასევე უზრუნველყოფს უფასო ტრანსპორტირებას. გამგზავრება 21 მარტს, 05:00 საათზე იგეგმება შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორიიდან. მსურველებმა წინასწარი რეგისტრაციისთვის უნდა დარეკონ ნომრებზე: 599 85 20 80; 591 95 18 63.
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, უფასო ტრანსპორტი 21 მარტს, 05:00 საათზე გავა. შეკრების ადგილი დაბა ქედაში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია-ს მიმდებარე ტერიტორიაა. წინასწარი რეგისტრაციისთვის მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: +995 599 851 220.