ბათუმის მერია პატრიარქის პანაშვიდსა და დაკრძალვაზე გამგზავრების მსურველთათვის უფასო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს

19 მარ 2026

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის პანაშვიდსა და დაკრძალვაზე გამგზავრების მსურველთათვის 21 და 22 მარტს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს უფასო ტრანსპორტირებას", - ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

"21 მარტი - გამგზავრება 09:00 საათი

22 მარტი - გამგზავრება 05:00 საათი

შეკრების ადგილი: ქალაქი ბათუმი, ცენტრალური სტადიონის - „აჭარაბეთ არენას“ მიმდებარე ტერიტორია.

გამგზავრების მსურველთათვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.

ჩასაწერად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე:

577 302 644

0422 270119

ასევე, 21 და 22 მარტს პატრიარქის პანაშვიდსა და დაკრძალვაზე გამგზავრების მსურველებს, საქართველოს რკინიგზა როგორც რეგულარული, ისე დამატებითი რეისებით უფასოდ გადაიყვანს", - აღნიშნულია ბათუმის მერიის ინფორმაციაში.