19 მარ 2026
თბილისის საქალაქო სასამართლოში, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძისა და მასთან ერთად ბრალდებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის 2 მოწმე გამოიკითხა. სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ ბრალდებულებიც. ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე აქვს წარდგენილი. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.