მსოფლიოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში U23

22 ოქტ 2025

სერბულ ნოვი სადში მიმდინარე 23-წლამდელ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში პირველ საფინალო დღეს ჩვენმა ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა, ვერცხლი და ბრინჯაო. მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გარდაბნელი თემურ ორჯონიკიძე გახდა, აჭარის წარმომადგენელი აჩიკო ბოლქვაძე კი მესამეზე გავიდა. ამავე დღეს შეჯიბრებაში კიდევ ოთხი წონის წარმომადგენლები ჩაებნენ.

მედლის მოპოვების შანსს ოთხივე ქართველი ინარჩუნებს. მათ შორის - ერთი ოქროს.

აღსანიშნავია, რომ ოთხივე მათგანი აჭარის წარმომადგენელია. ფინალში ანრი ხოზრევანიძე იჭიდავებს, გიორგი კოჩალიძე, ნიკა ბროლაძე და ლუკა გაბისონია კი დამამშვიდებელი წრიდან შეეცდებიან ბრინჯაოს მედლის მოპოვებას.