აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე იტალიის ელჩს შეხვდა

21 ოქტ 2025

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ გაცნობითი ხასიათის სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან.

უწყების ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს მთავრობის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო.

ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ამჟამინდელ მდგომარეობაზე, როგორც ჰუმანიტარული და საგანმანათლებლო, ასევე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების სისტემური დარღვევების ფაქტებზე.