სამების საკათედრო ტაძარში სამგლოვიარო ცერემონია მიმდინარეობს

18 მარ 2026

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხრუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე საპატრიარქოდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს. ტაძარში, ამ წუთებში, სამგლოვიარო ცერემონია მიმდინარეობს.

დღეს, სინოდის სხდომაზე ეპისკოპოსების მიერ განისაზღვრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის დღე და ცერემონიის დეტალები - უწმინდესსა და უნეტარესს კვირას, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.