ილია მეორე საპატრიარქოდან გამოასვენეს, ფეხით მსვლელობა მიმდინარეობს სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც უწმინდესს დაასვენებენ

18 მარ 2026

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II საპატრიარქოდან გამოასვენეს.

უწმინდესის გამოსვენებას საპატრიარქოსთან ელოდებოდნენ სასულიერო პირები. ასევე ადგილზე შეკრებილია მრევლი.

საპატრიარქოდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ ფეხით მსვლელობა დაიწყო. ილია მეორეს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება.

მსვლელობაში მონაწილეობენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ. გადაწყვეტილება სინოდის სხდომაზე დღეს მიიღეს.

ფოტო გალერეა