სარემონტო სამუშაოები სარკინიგზო გადასასვლელზე

26 მაი 2017

შეზღუდვა ქობულეთში- სარკინიგზო გადასასვლელთან, საავტომობილო გზის სარემონტო სამუშაოების გამო დღეიდან 30 მაისამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. აღნიშნულ პერიოდში ტრანსპორტი ქობულეთში რუსთაველის ქუჩის გავლით იმოძრავებს.

შეზღუდვა საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის რკინიგზის გადასასვლელთან, არსებული მონაკვეთის  სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება.