18 მარ 2026
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს.
სულხან თამაზაშვილის თქმით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებით, ქვეყანამ უდიდესი დანაკლისი განიცადა.
"უწმინდესი ათწლეულების განმავლობაში იყო ჩვენი ქვეყნის და თითოეული ჩვენგანის სულიერი საყრდენი. მან უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს სულიერი ერთიანობის, რწმენის განმტკიცებისა და ეროვნული ღირებულებების შენარჩუნებაში. მისი ღვაწლი განუზომელია, როგორც ეკლესიის, ისე ქვეყნის წინაშე.
ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, ჩვენს ეკლესიას, მრევლს და ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ამ უმძიმეს დანაკლისს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ნათელი ხსოვნა მარადიულად დარჩება ჩვენს გულებში",- ამბობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.