18 მარ 2026
ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი, მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ს გარდაცვალების გამო.
როგორც თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 21 მარტს - მეთოჯინეთა საერთაშორისო დღეს და 22 მარტს დაგეგმილი ყველა ღონისძიება გაუქმებულია.
განახლებული ინფორმაცია განთავსდება თეატრის გვერდზე.