17 მარ 2026
ალი ლარიჯანმა ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანთან ერთად მონაწილეობა მიიღო თეირანში ალ-ქუდსის დღესთან დაკავშირებით პალესტინელთა მხარდაჭერის აქციაში, რომელზეც განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ომი ირანის წინააღმდეგ „შიშისა და სასოწარკვეთილების“ გამო დაიწყო.
დღეს ისრაელმა ირანის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა. ალი ლარიჯანი აიათოლა ალი ხამენეის გარდაცვალების შემდეგ რეჟიმის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლებოდა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა, ასევე განაცხადა, რომ ისრაელის ძალებმა მოკლეს ღოლამრეზა სოლეიმანიც, რომელიც შიდა უსაფრთხოების ბასიჯის ძალების მეთაური იყო.