ქართული კლასიკური მუსიკის საღამო

17 მარ 2026

საქართველოს კულტურის სამინისტროს, შემოქმედებითი საქართველოსა და საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მხარდაჭერით კონცერტების სერიის „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“  მეორე ღონისძიება 17 მარტს წყალტუბოს სამუსიკო სკოლაში გაიმართა. კონცერტში მონაწილეობა  თამარ ლიჩელიმა, დუდანა მაზმანიშვილმა, ვალერიან შიუკაშვილმა, ლიზი რამიშვილმა, ნოდარ მდივანმა, ირაკლი ევსტაფიშვილმა, ნათია ქავთარაძემ და გიორგი ხაინდრავამ მიიღეს.

„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“  ხონისა და წყალტუბოს შემდეგ ლანჩხუთში, ბორჯომსა და თბილისში გაიმართება.

„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოებში“ მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი შემსრულებლები.